„პატიმარი როდესაც შიმშილობს, ამაზე არის პასუხისმგებელი კონკრეტული პატიმარი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ პრინციპით იმოქმედებს ყველა სახელმწიფო უწყება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ციხე არ არის ის ადგილი, საიდანაც შოუები შეიძლება მოაწყო. არ შეიძლება, რაღაც ექვსწლიანი შოუ დაიდგას ერთი კონკრეტული პირის მიერ, რომელიც არის ბრალდებული უმძიმეს დანაშაულებში. სალომე ზურაბიშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს შეწყალებას. მე მოვისმინე პრეზიდენტის ძალიან მყარი განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ გეგმავს სააკაშვილის შეწყალებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.