logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, ვინც რაღაც იცის ამ ვირტუალური ზეწოლის შესახებ, პროკურატურას ინფორმაციას მიაწვდის!
- +

28 ივლისი. 2016. 21:03


 

"პაპუაშვილის განცხადება ემთხვევა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი"

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს აფასებს.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები რომელიც კეთდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, არ იყოს სრულ თანხვედრაში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასთან.  


"მოდი შევხედოთ მთლიან კონტექსტს და გავაანალიზოთ მთლიანი სურათი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ასეთი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები კეთდება მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე. მეორეს მხრივ, ამ განცხადებების გაკეთება ემთხვევა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ცვლილებებს, მე არ მგონია რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა იყოს.  

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები რომელიც კეთდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, არ იყოს სრულ თანხვედრაში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასთან, ეს აზიანებს სასამართლოს იმიჯს ეს აზიანებს მის სანდოობას, არავის არ აქვს უფლება, სასამართლო გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამიტომ, გამოძიება რომელიც პროკურატურამ დაიწყო, უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, ჩვენ არ მოგვისმენია კონკრეტული ფაქტები, თუ ვინ არის ზეწოლის ქვეშ მყოფი მოსამართლე, ყველა ვინც განცხადებას აკეთებს ამბობს, რომ ეს მას არ ეხება, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პროკურატურამ არ მოისმინა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და მოისმინა მეტი კონკრეტიკა იმისთვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და მივიღოთ მეტი შედეგი.

 

 

 იმედი მაქვს, რომ მათ, ვინც რაღაც იცის, ამ რაღაც ვირტუალური ზეწოლის შესახებ, კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურას, სხვაგვარად ვუკიჟინოთ პროკურატურას, რატომ არ იძიებს საქმეს და ამ დროს  რომ არ ვენდობით, არ ვაწვდით ინფორმაციას, არ ვთანამშრომლობთ მასთან, მივიღებთ ძალიან კურიოზულ და უცნაურ ვითარებას

 

 

თუ ვინმემ რამე იცის, უნდა განაცხადოს ამის შესახებ. სხვაგვარად, ვიტოვებთ უფლებას, განვაცხადოთ რომ ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ დაგეგმილი ერთი კონკრეტული პოლიტიკური სცენარი რომელიც საეჭვოდ  ემთხვევა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს".- აღნიშნავს ბესელია.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner