logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: მივმართავ „მაესტროს“ თანამშრომლებს!
- +

7 მარტი. 2016. 11:45


„მაესტროს" ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს და ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს. გადაბაძე გაჩეჩილაძეს მოუწოდებს, დაასახელოს ადგილი, სადაც სურს ტელეკომპანია „მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრა, ხოლო თანამშრომლებს სთხოვს, თვითონ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა.


თუ მას მიაჩნია, რომ მე რომელიმე თანამშრომელი ხელით მიჭირავს, რაიმე სახის ზეწოლას ვახორციელებ, ხოლო მათ გაქცევა უნდათ, მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს, გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს და საერთოდ, რას სთავაზობს მათ.

 

მე ასევე მივმართავ მაესტროს" თანამშრომლებს - თუ თქვენ გაინტერესებთ ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, გაესაუბროთ და გაარკვიოთ, რას გთავაზობთ.

 

თქვენ იცით, მე რას გთავზობთ. მე არ გთავაზობთ განსაკუთრებულად დიდ ხელფასებს, არ გხიბლავთ არაფრით. მე თქვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიც არავის მიერ არ იქნება მართული.

 

ამის შემდეგ მეცოდინება, ვაგრძელებ თუ არა თქვენთან ერთად ბრძოლას", - განაცხადა ბაია გადაბაძემ „მაესტროს" ეთერში.



იხილეთ:


საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა


http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=1712


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner