logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ნაციონალური მოძრაობა ნდობას არ იმსახურებს
- +

28 ივლისი. 2016. 21:07

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და პრეზიდენტის განცხადებებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, „რეპორტიორთან" საუბარში  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ პაპუაშვილი ნდობას არ იმსახურებს.

 

„პაპუაშვილის მიმართ ნდობა არ მაქვს, რადგან ეგ ადამანი წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას". არც პაპუაშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა" ნდობას არ იმსახურებენ. თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ მსგავსი თემა არ უნდა იქნეს შესწავლილი. მიმდინარეობს მოსამართლეების გამოკითხვა, ბატონმა პაპუაშვილმაც იკადრა და მიბრძანდა პროკურატურაში. დანარჩენს გამოძიების შედეგები იტყვის", - განაცხადა ჟვანიამ.


ჟვანიამ აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოეყენებინა და საჭიროების შემთხვევაში,  ამის შემდეგ გაეკეთებინა მსგავსი ტიპის განცხადება.

„ძალიან სამწუხარო იყო პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადება. ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, მაგრამ  არა პრეზიდენტმა, რადგან ქვეყნის მნიშვნელოვანი ბერკეტები მის ხელშია. თუ მას მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით რაღაც პრობლემებია, უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია. რაც მან გააკეთა ჟურნალისტებთან, ჭორაობას უფრო ჰგავდა. პრეზიდენტის გამოსვლებს ვუსმენთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიო, ჩვენი მეგობარი ქვეყნები. პრეზიდენტი აღჭურვილია ყველა ბერკეტით, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული იყოს. სწორედ ამ ბერკეტების გამოყენების შემდეგ უნდა მიემართა მას საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის", - განაცხადა ჟვანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner