„ისინი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან - იციან, რომ არავითარი შანსი და პერსპექტივა არ აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„მათმა, ბოლო კარტი გაათამაშეს სააკაშვილის პროვოკაციული ჩამოყვანით. მათი მხრიდან აგრესია და ზიზღი, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ხალხის მიმართ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არავითარი გრძნობა და ემოცია არ აქვთ ქართველი ხალხის მიმართ. კარგად ვიცით, რომ მათი მმართველობის დროს არასდროს გათვალისწინებულია ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესი. კარგად გვესმის, რომ ეს არის ვიწრო ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატანაზე მუშაობდა. მაგრამ ქართველმა ხალხმა უკვე 8-ჯერ უთხრა უარი მოძალადე ჯგუფს, რომლებიც ძალადობდნენ ჩვენს მოსახლეობაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.