logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: ვითარების გამწვავება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას
- +

28 ივლისი. 2016. 21:07



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე  „რეპორტიორთან"  საუბრისას აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებული განცხადებები პრეზიდენტისა და პაპუაშვილის მხრიდან არ უნდა გაკეთებულიყო და ყველაფერი შესაბამის ორგანოებს უნდა გამოეძიათ.

 

„პირველ რიგში უმაღლესი  თანამდებობის  პირებს მართებთ ქვეყნის რეპუტაციისა და ინსტიტუტების მიმართ ფაქიზი მიდგომა და გაფრთხილება. მეც მივიჩნევ თავს ამ პოლიტიკური კლასის წარმომადგენლად, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა, დაიცვას წინასაარჩევნო გარემო და გაუფრთხილდეს თავისი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. უმჯობესი იყო, არ გაკეთებულიყო მსგავსი ტიპის განცხადება და გამოძიებულიყო შესაბამისი ორგანოების მხრიდან, მაგრამ რახან ეს განცხადებები გაკეთდა, გვევალება, თვალყური ვადევნოთ და შეფასებები გამოძიების დასრულების შემდგომ გავაკეთოთ", - განაცხადა პარლამენტარმა.


ჩაფიძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, რომლის მიმართაც მოფრთხილება და ფაქიზი მიდგომაა საჭირო:

 

„რაც უფრო ნაკლები აჟიოტაჟური და კონფრონტაციული განცხადებები გაკეთდება, გაცილებით უკეთესი იქნება  როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის, ისე მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს დასაცავად. ვითარების გამწვავება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას", - განაცხადა ჩაფიძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner