„ჩვენ მხოლოდ კანონიერი გზით შევაჩერებთ მათ ნებისმიერ მცდელობას, ბოიკოტის, საბოტაჟის, პროვოკაციის მოწყობის, ყველას ვუპასუხებთ სამართლებრივად, კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას დასაკარგი დრო აღარ აქვს.
„მით უმეტეს, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, შიდა მტრებს, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, ყველა სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, ვინმე გაბედავს რაიმე პროვოკაციას, მიიღებს ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან, სახელმწიფოს და კანონის სახელით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.