logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ადამიანი 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს წარმოუდგენელია
- +

29 ოქტომბერი. 2021. 01:05

 

 

„როგორ შეიძლება, ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს ხომ წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ჰგონია, რომ საჯარო მოხელე არ შეიძლება, სხვა პოლიტიკური პარტიის აქციაზე მივიდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა და ლოგიკა, რომელიც მათ აქვთ. უბრალოდ, მათ ეს გაჯერებული ჰქონდათ 2012 წლამდე და თუ ადამიანი განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა, ან კონკრეტულ საკითხზე განსხვავებული პოლიტიკური დამოკიდებულება ჰქონდა, სამსახურიდან აგდებდნენ, ოჯახს უწიოკებდნენ და მიდიოდა ამ ადამიანების ჩაგვრა-გაუბედურება. 2012 წელს ჩვენ ეს ყველაფერი დავასრულეთ და ეს არის ჩვენი მონაპოვარი. დღეს ყველა თავისუფალია და რა თქმა უნდა, თუ საჯარო მოხელეს სურვილი აქვს, ის აქციაზე გამოვა. როგორ შეიძლება, ადამიანი დღეს, 21-ე საუკუნეში აქციაზე ძალდატანებით მიიყვანო, ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ადამიანები იქიდან გამომდინარე მსჯელობენ, რა მეთოდებიც თავად ჰქონდათ“, – განაცხადა კალაძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შეკრება საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რაც განვითარებული ევროპული ქვეყნების პრაქტიკაა.

 

„ეს კამპანიის ნაწილია. რა, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში არ გვინახავს ასეთი საარჩევნო მრავალათასიანი შეკრებები?! ეს ჩვეულებრივი კამპანიის ნაწილია. იყო შემაჯამებელი შეხვედრა და ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანი გამოვიდა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. ამ ადამიანებს არ მოსწონთ ის აგრესია და სიძულვილის ენა, რომელსაც ოპონენტის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner