logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი არის პოლიტიკური ბლეფი
- +

29 ოქტომბერი. 2021. 03:00

 

 

 

„ნიკა მელიას ჩრდილოვანი კაბინეტი არის პოლიტიკური ბლეფი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

 

„ჯერ ერთი, შევხედოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ, როგორც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. აი, ხაზარაძე გადავწიოთ გვერდით და დანარჩენი ვნახოთ. ყველა არის მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“, მერე ისევ გაერთიანებული და მერე ისევ დაშლილი. ავიღოთ ჯაფარიძე. ვინ იყო ის? – თუ არ ვცდები, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმასრულებელი მდივანი იყო, მაგრამ ნუ, მნიშვნელობა არ აქვს, ამ პარტიის წევრი იყო; ელენე ხოშტარია ვინ იყო? – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი; ირაკლი აბესაძე ვინ იყო? – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გიგი უგულავას მოადგილე. აი, ეს არის რეალობა და ამით უნდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა კალაძემ.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიას და ოპოზიციას თბილისზე ერთი სიტყვა არ დასცდენიათ და არანაირი ხედვა არ წარმოუდგენიათ, მეორე ტურის წინ კი რიტორიკა შეცვალეს.

 

 „მოდით, თეორიულად დავუშვათ, პირველ ტურში მელიას რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა, მისი მთავარი მამოძრავებელი რა იყო, რეფერენდუმი? თბილისში რეფერენდუმი უნდა ეკეთებინა? ახლა რამდენიმე დაპირება გამოაგდო და ისიც არასერიოზული. ვისმენთ ამ დაპირებებს და აშკარად ჩანს, რომ ყველანაირად მოუმზადებელია. მას არანაირი ხედვა არ აქვს. ვთქვათ, კარგი, აკეთებს, თანხები საიდან უნდა მოიტანოს, საერთოდ იცის? მათ არანაირი ხედვა არ აქვთ და საერთოდ არ იციან, რა სჭირდება მუნიციპალიტეტს, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს. მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვიყავი, ვინც კონკრეტულად საუბრობდა ქალაქთან დაკავშირებით, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქალაქის განვითარება, რა უნდა გაკეთდეს რაიონების, უბნებისა და კონკრეტული ქუჩების მიხედვით“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner