logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: პაპუაშვილი ცდილობს, შექმნას დაძაბული ფონი საზოგადოებაში
- +

28 ივლისი. 2016. 21:12



„თავად მოსამართლეებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათზე ზეწოლა არ არის",- ასე აფასებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება.


„თავად მოსამართლეებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათზე ზეწოლა არ არის.

პაპუაშვილის მხრიდან ხდება ზეწოლა მოსამართლეებზე, რომ მათ ის განცხადებები გააკეთონ, რომელსაც პაპუაშვილს ოდესიდან ავალებს მიხეილ სააკაშვილი.

პაპუაშვილი ცდილობს, შექმნას დაძაბული ფონი საზოგადოებაში, რომ თითქოს მოსამართლეები არიან დაუცველები და აბა, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს დაცული",- განაცხადა მჟავანაძემ.

 


ასევე მჟავანაძემ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე, რომ მის ოჯახის წევრზე მოხდა ზეწოლა. მჟავანაძემ პრეზიდენტის განცხადებას „სისულელე" უწოდა.



„პრეზიდენტის განცხადება ხომ სისულელეა. ამ განცხადებით, პრეზიდენტმა ფაქტიურად კონსტიტუციით აღიარებული ფუძემდებლური პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია - დაარღვია. სახალხოდ თქვა, რომ ჩემი ოჯახი არის ხელშეუხებელი და როგორ ბედავთ მათ გაჩხრეკას, საერთოდ საგამოძიებო სტრუქტურის შეხებას.

პრეზიდენტს თურქმენული მოდელის შექმნა უნდა საქართველოში. მარგველაშვილის ნება რომ იყოს,  საპრეზიდენტო ტახტს სიძეს ან ძმისშვილს დაუტოვებს.

თუ არსებობს ეჭვი, საგამოძიებო სტრუქტურას ნებისმიერი ადამიანის გაჩხრეკა შეუძლია",- აღნიშნა მჟავანაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner