პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.
2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლისტსაბჭოს სხდომა 21.30 საათისთვის უნდა დაიწყოს.
გარდა ამისა, 2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, პარტიის ოფისში უკვე იმყოფება პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საარჩევნო შტაბის წევრებთან მართავს შეხვედრას.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი გაუძღვება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხლება.
განსახილველ საკითხებს შორის არის „რესპუბლიკელი" მინისტრების, თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელთა შერჩევა, მაჟორიტარი კანდიდატების თემა.