logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს
- +

28 ივლისი. 2016. 21:38



პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.


2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით,  პოლისტსაბჭოს სხდომა 21.30 საათისთვის უნდა დაიწყოს.


გარდა ამისა, 2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, პარტიის ოფისში უკვე იმყოფება პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი,  რომელიც საარჩევნო შტაბის წევრებთან მართავს შეხვედრას. 


პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი გაუძღვება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხლება.


განსახილველ საკითხებს შორის არის „რესპუბლიკელი" მინისტრების, თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელთა შერჩევა, მაჟორიტარი კანდიდატების თემა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner