დღეს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შედგა შეხვედრა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შორის.
გიორგი პაპუაშვილმა მთავარ პროკურორს მიაწოდა ინფორმაცია მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ, თავის მხრივ ირაკლი შოთაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მიზნითაც ისინი კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.