logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: წარმოუდგენელია რამდენად ბოროტი უნდა იყო, ის რომ გააკეთო, რაც „ნაცების“ ტელევიზიებმა ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე იკადრეს
- +

29 ოქტომბერი. 2021. 14:23

 

 

„მავნებლურ პროპაგანდაშიც რომ ვერ ვარგიხართ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ცხვირს იმტვრევთ, მაგიტომ იქნებით ყოველთვის იქ, სადაც ხართ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულების შემდეგ გავრცელებულ ფოტოებს, რომლის თანახმად, პარკის ნაწილი რეაბილიტაციის შემდეგ დააბეტონეს.

 

გვიდიანის აზრით, როგორც გააშუქეს ეს სხვადასხვა ტელევიზიებმა, ყოვლად დაუშვებელია.

 

„წარმოუდგენელია რამდენად ბოროტი უნდა იყო და რამხელა ბოღმა უნდა გახრჩობდეს, ის რომ გააკეთო, რაც ნაცების ტელევიზიებმა ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე ქნეს. უბრალოდ არის საკითხები, თუნდაც „TV პირველი“ და „მთავარი“ რომ ხარ, არ უნდა იკადრო. ბოროტება და ბოღმა ერთი საკითხია, სიდებილე და სიბეცე - მეორე. „TV პირველმა“ და „მთავარმა“ ეს ამბავი როგორც გააშუქეს, ჩვეულებრივი დიაგნოზია. ადამიანს რომ უყვები, თითქოს კალაძე მივიდა და ვაკის პარკი ჩააბეტონა, მერე ეს ადამიანი რომ მივა და ის დახვდება, რაც რეალურად გაკეთდა, როგორი წარმოდგენა დარჩება ამ ტელევიზიებზე რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს წესით. მაგ მავნებლურ პროპაგანდაშიც რომ ვერ ვარგიხართ და ყველა ფეხის ნაბიჯზე ცხვირს იმტვრევთ, მაგიტომ იქნებით ყოველთვის იქ, სადაც ხართ“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner