logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ეკონომიკის 11.3%-იანი ზრდა გვიჩვენებს, რომ პანდემიის მართვის პროცესში მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და თანმიმდევრული იყო
- +

29 ოქტომბერი. 2021. 14:24

 

 

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით იანვარ-სექტემბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 11.3% შეადგინა. ხოლო, ცალკე სექტემბრის თვეში რეალური ეკონომიკური ზრდა 6.9% შეადგინა.

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ოთარ ანგურიძის შეფასებით, მარტის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებამ განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა პერიოდულად აუმჯობესებდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ამჯერად, 9.5%-მდე გაზარდა. ოპტიმისტურ შემთხვევაში კი შესაძლებელია ეს ციფრი ორნიშნა მაჩვენებელზეც გავიდეს.

 

მისი აზრით, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, აჭარბებს არამხოლოდ გასული პანდემიური წლის მაჩვენებლების, როცა მთელ მსოფლიოში ეკონომიკურ ვარდნას ჰქონდა ადგილი, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც, როცა ეკონომიკა იყო მაღალი ზრდის ტემპით და ტურისტების ნაკადები შემოდიოდნენ ქვეყანაში წლიდან წლამდე რეკორდული რაოდენობით და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც საკმაოდ პოზიტიურ გავლენას ახდენდნენ.

 

სექტემბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო ახალ რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6.2%-ით. ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის კომპონენტი, სადაც სექტემბერში ექსპორტი გაუმჯობესდა 12.8%-ით და მისმა მოცულობამ შეადგინა 373.6 მლნ აშშ დოლარი. 8.8%-ით გაუმჯობესდა საერთაშორისო ფულადი გზავნილები. ეტაპობრივად ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც.

 

„ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებული შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და თანმიმდევრული პანდემიის მართვის პროცესში. რასაც ამყარებს და ამტკიცებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც აღიარებს და ხაზს უსვამს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების სისწორეს. განსაკუთრებით აღნიშნავს პრობლემური ფირმების რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმას, რომელიც რეგიონში მისაბაძ და წარმატების ნიმუშად დასახელდა. ფონდი მიიჩნევს, რომ ჩვენმა მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები საჯარო და ფისკალური სექტორის გასამყარებლად. რაც დაკავშირებულია ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებით, ფისკალური წესების შემუშავებით, გამარტივებული საგადასახადო წესებითა და ფისკალური რისკების ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხის გაუმჯობესებით“, - წერს ოთარ ანგურიძე.

 

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წარმომადგენლის შეფასებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო აღიარებები ხაზს უსვამენ საქართველოს რეფორმების სისწორესა და მხარდაჭერას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რაც წარმოაჩენს საქართველოს რეგიონში, როგორც ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოს და მიმზიდველს ხდის საერთაშორისო პარტნიორებისა და ინვესტორების თვალში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner