საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელმა უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
"დღეს, დღის მეორე ნახევარში თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს, მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, პირველი აგვისტოდან", - განუცხადეს 2030.news-s თავდაცვის სამინისტროში.