logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი ახალ საცხოვრისს მიიღებს
- +

29 ოქტომბერი. 2021. 14:55

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა აჭარაში არსებულ უმთავრეს პრობლემებსა და 2022 წლის ბიუჯეტში გათვალიწინებულ იმ ფინანსებსა და პროგრამებზე, რაც ამ გამოწვევებს აღმოფხვრის.

 

„ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრა და ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა უსახლკარო, გეოლოგიური პროცესებით დაზარალებული  ოჯახების ბედი. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს დაიწყება ახალი სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 100-მდე ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრისს 2 წლის პერიოდში.

 

 

 

ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფერდსამაგრი სამუშაოების დაფინანსება, რომელიც არის ნომერი პირველი პრობლემა და გამოწვევა მუნიციპალიტეტისთვის, 50% იზრდება. მაღალმთიანი აჭარის კუთხით და ქობულეთის მიმართულებითაც ახალი სატრანსფერო დაფინანსების ნაწილში იგეგმება ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც გახლავთ სპორტული მოედნები, სარაგბო სტადიონები, სამ მუნიციპალიტეტში მოხდება სამი ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა. განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში მოხდება დაბების კეთილმოწყობა და მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა. ასევე, იგეგმება რამდენიმე ახალი სკოლის და ბაღის მშენებლობა  როგორც მაღალმთიან აჭარაში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner