სააგენტო Reuters-ის ცნობით აშშ-ში მცხოვრებმა თურქმა სასულიერო პირმა, ფეთჰულა გიულენმა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, შესაძლოა, აშშ დატოვა.
ტელეკომანია Haberturk-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო სადაზვერვო ინფორმაცია , რომლის თანახმადაც ფეთჰულა გიულენი შესაძლოა ავსტრალიაში, მექსიკაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკასა ან ეგვიპტში გაიქცა.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.