logo_geo
eng_logo
„დოკუმენტების მიხედვით, პაატა ბურჭულაძის ფონდმა „იავნანამ“ ქველმოქმედებაზე მხოლოდ შემოსავლების 27 პროცენტი დახარჯა...“
- +

28 ივლისი. 2016. 22:00



ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ბაკაშვილი 2011-2015 წლებში ფონდ „იავნანას" მიერ შემოწირულობებით მიღებული შემოსავლებიდან საქველმოქმედო საქმიანობისთვის მხოლოდ 27% დახარჯვას მიუღებელს უწოდებს.


როგორც 2030.news-ს ნიკოლოზ ბაკაშვილმა განუცხადა, მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, რომელიც ფონდ „იავნანას" მიერ დახარჯულ თანხებს უკავშირდება, ბევრი გაუმჭვირვალე ხარჯია.


არანაირი შემხებლობა არ მქონია ფონდიავნანასთან".  აქედან გამომდინარე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, შემიძლია, გითხრათ, რომ როდესაც მითითებულია საქველმოქმედო ფონდი, მას განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი მოეთხოვება ხარჯვით ნაწილში. ამას ვამბობ, რადგან როდესაც საუბარია დანახარჯების კლასიფიკაციაზე და მითითებულია, რომ ბინები შეძენა, სტიპენდიების და ნიჭიერი ახალგაზრდების, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, ამის გარდა, არის კიდევ ასეთი მუხლი - სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებიდანახარჯებში ამ მუხლზე ძალიან მაღალი ხვედრითი წილია. ამაზე დაყრდნობით მე ვერ გეტყვით, სხვა საქველმოქმედო ხარჯებში რა სახის ხარჯებია გათვალისწინებული. ეს ძალიან ბუნდოვანია", - განაცხადა ბაკაშვილმა.


მისივე თქმით, ფონდი „იავნანა" არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი და მკაფიოდ არის გაწერილი შექმნის მიზანი და საწესდებო მოთხოვნები.


სწორედ ამიტომ, ფონდს გამჭირვალობის მაღალი სტანდარტები მოეთხოვება. წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ რეალურად 27% გამოდის, რაც მითითებულია კონკრეტულ ღონისძიებებზე გაწეული საქველმოქმედო მიზნებისათვის. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. წარმოდგენილ მასალებში  ადმინისტრაციული სახელფასო ფონდიც ძალიან მაღალია. ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია საქველმოქმედო ფონდის მიერ ხარჯების ამდაგვარ ჭრილში დახარჯვა. ის, რომ გაუგებარი იყოს სხვადასხვა საქველმოქმედო ხარჯიყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი", - აღნიშნა ნიკოლოზ ბაკაშვილმა.


მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონდის ეგიდით არა მხოლოდ საქველმოქმედო, არამედ კომერციული ოპერაციებიც ხორციელდება. დოკუმენტების მიხედვით, კომერციიდან მიღებულ ფინანსებს ქველმოქმედებასთან საერთო არაფერი აქვს. ფონდმა "იავნანამ" 2011-2015 წლებში შემოწირულობებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან 7 416 413 ლარი მიიღო და ამ თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, რაც 2 036 522 ლარია - ფონდმა შეიძინა ბინები, სტუდენტებს დაუნიშნა სტიპენდიები, გასწია სხვადასხვა სახის დახმარებები, დაეხმარა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.


გარდა ამისა, დოკუმენტების მიხედვით, 2011-2015 წლებში ფონდმა ხელფასების სახით გასცა 1 756 281 ლარი, ქველმოქმედებისთვის კი ამავე პერიოდში დახარჯული აქვს 2 036 522 ლარი. გავრცელებულ მასალებში ასევე აღნიშნულია, რომ საქველმოქმედო ანგარიშებიდან 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო სატრანსპორტო საშუალების შესაძენად.


ხელფასებში დაიხარჯა 1 756 281 ლარი; კომუნიკაციებში - 139,409 ლარი; მივლინებები და საკანცელარიო ხარჯები - 171,106 ლარი; საწვავი - 152,447 ლარი; მანქანის რემონტი - 35,488 ლარი; სხვა ხარჯები - 818,467 ლარი. სულ, ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 3 073 198 ლარი შეადგინა.


დოკუმენტები „პრაიმტაიმმა" გაავრცელა.


2030.news-ი შეეცდება, ამ თემაზე ფონდ "იავნანას" პასუხიც გაავრცელოს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner