logo_geo
eng_logo
ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
- +

29 ოქტომბერი. 2021. 19:21

 

 

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

კონგრესმენის განცხადებით, ის გაისად აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში კენჭს არ იყრის.

 

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკით გამოირჩეოდა.

 

„კონგრესში მე დავინახე, განხეთქილებამ როგორ გაიმაგრა ფესვები. უთანხმოების გადალახვის სურვილი არც თუ ისე დიდია და ერთიანობა უკვე აღარ არის ის სიტყვა, რომელსაც ვიყენებთ. ასევე ჩემთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ არ შემიძლია ფოკუსირება კონგრესში ხელახლა არჩევასა და უფრო ფართო ბრძოლაზე ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner