„მამუკა წოწერიას აქვს 50%-ზე მეტი, ანზორ მელიას - ნაკლები, გვარამიამ კი ეს გუშინ გააყალბა. სირცხვილი და თავის მოჭრა!", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარ არხთან“ და IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ბიჭებო და გოგოებო, თქვენ მარცხდებით და აყალბებთ IPSOS-ის კვლევებს, სირცხვილი თქვენ! მამუკა წოწერიას აქვს 50%-ზე მეტი, ანზორ მელიას - ნაკლები, გვარამიამ კი ეს გუშინ გააყალბა. სირცხვილი და თავის მოჭრა! ზუგდიდი იმარჯვებს, ზუგდიდში იმარჯვებს სიმართლე და არა ბნელეთი“, - აღნიშნა წულუკიანმა.