logo_geo
eng_logo
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს
- +

29 ოქტომბერი. 2021. 19:45

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ და არ ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ საკითხზე უკრაინულ მხარესთან დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა და არც ახლა მიმდინარეობს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner