logo_geo
eng_logo
განიხილება თუ არა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ბათიაშვილის კანდიდატურა?..
- +

28 ივლისი. 2016. 22:02



"პირWელის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სხვა კანდიდატებთან ერთად, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის კანდიდატურა განიხილება.


აღნიშნულ ინფორმაციას თავად ირაკლი ბათიაშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ის მხოლოდ ლექციების კითხვით არის დაკავებული, თუმცა "თუ ქვეყანას დასჭირდება, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება".


"ასეთი სიგნალი არ მქონია. ძირითადად, ლექციების კითხვით ვარ დაკავებული. წიგნს ვამთავრებ მარტინ ჰაიდეგერზე. არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ. ამჟამად, არც ერთ პოლიტიკურ გუნდში არ ვარ. ნამდვილად არ მაქვს ის გადაწყვეტილება მიღებული, რომ პოლიტიკას ჩამოვშორდე. თუ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო გახდა, პოლიტიკურ პროცესებში ჩავებმები

 

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, მე სახელმწიფოს ყოველთვის მხარში ამოვუდგები, მით უმეტეს, გარკვეული საფრთხეები არსებობს. ეს ჩემი ზოგადი დამოკიდებულებაა, რომელიც ყოველთვის ასეთი იყო. პოლიტიკურ პროცესებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პულსზე მიდევს ხელი",- აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner