„კრიმინალის გამართლება „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი ნაწილი გახდა", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც იგი სუსის მიერ დღეს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.
„კრიმინალის გამართლება „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი ნაწილი გახდა. რატომ? - ისინი მუდმივად ჩადიან დანაშაულებს და შემდეგ უწევთ ერთმანეთისა და საკუთარი თავის გამართლება. ამიტომაც კრიმინალის გამართლება მათი მუდმივი დღის წესრიგია. ეს არის მათი სახე. ისინი არიან კრიმინალები. მათ მუდმივად თვალი უჭირავთ არეულობაზე და ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ დღევანდელი ჩანაწერების სახით. იცით, ეს ადამიანები ღიად საუბრობენ რევოლუციაზე, აჯანყებაზე, სისხლსა და ასე შემდეგ. ესაა მათი დღის წესრიგი. მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ციხეში ექვსი წელი იჯდება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ სახეები: სააკაშვილი და მეგის ქარდავა საკუთარი ფეხით ჩაჯდნენ ციხეში. კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველმა ხალხმა 8-ჯერ სხვადასხვა არჩევნებზე გასცა პასუხი და 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, ბოლო პასუხს გასცემს.