logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრა გამართა
- +

28 ივლისი. 2016. 22:02



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან დახურული, სამუშაო შეხვედრა გამართა.


როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

მიმდინარე წელი აღსავსეა უამრავი ცვლილებებით, უამრავი გამოწვევებით, სწორედ  ამ თემაზე იყო საუბარი შეხვედრისას. დიპლომატებმა შეხვედრისას აქტუალური მიმართულებები განიხილეს, რომელიც უნდა გააძლიეროს ჩვენმა დიპლომატიამ.

 

იყო ძალიან ღია დისკუსია და საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან.

 

გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რა მიმართულებებითაც უნდა გადაიდგას უფრო აქტიური ნაბიჯები და გარკვეულწილად შეჯამდა ბოლო 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner