logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის, თუ საჭირო გახდება გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ სააკაშვილის უსაფრთხო გადაყვანა განხორციელდეს
- +

29 ოქტომბერი. 2021. 21:23

 

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ სააკაშვილის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იგეგმება.

 

მან მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და აღნიშნა, რომ სუსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონიძიებები გატარდება.

 

„სუსის მიერ წარმოდგენილი მასალების თანახმად, საუბარია შესაძლო მძიმე დანაშაულზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისთვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოპონენტები ბოლო დღეებში მიმართავენ ამორალურ მანიპულაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

 „დღეს ის განცხადებებიც ვიხილეთ, თითქოს ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული პატიმრის სიცოცხლე და თუკი ვინმე „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ მისცემს ხმას, ის პატიმრის მკვლელობის თანამონაწილეა. ესაა ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ტყუილი, ამორალური საქციელი და ამომრჩეველზე პირდაპირ ძალადობა. ეს ძალადობა ძალიან მალე დასრულდება. ეს დასრულდება ხვალ და ბუნებრივია ამ ქვეყანაში არასოდეს მიეცემა გასაქანი მსგავსი ტიპის ქმედებებს და ზოგადად, მოსახლეობის შეურაცხყოფას. მსგავსი მანიპულაციები მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფაა“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner