ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთი კერძი ,,ავაზაკთა ქვაბიდან" - პეტრე ცაავა - წერილს ავრცელებს, სადაც ილია მეორეს ,,საბჭოთა პატრიარქად" მოიხსენიებს, ირაკლი ღარიბაშვილს კი ,,ორღობის ჭორიკანად."
მანიაკი ახალაიების ხელისბიჭისაგან არც არის გასაკვირი!
პეტრე-პაატასათვის სააკაშვილი, როლანდი, ბაჩო, დათა, მეგისი, კოხტა კოდუა, ,,კასტილიანი" უბირია და სხვა ჯალათ-მწამებლები არიან ნამდვილი გმირები!
სააკაშვილისთვის, როლანდისთვის, ბაჩოსთვის, დათასთვის, მეგისისთვის, კოხტა კოდუასთვის, ,,კასტილიანი" უბირიასთვის და სხვა ჯალათ-მწამებლებისთვის კი პეტრე-პაატა არის ნამდვილი პატრიარქიც, ნამდვილი პრემიერიც და ყველაფერი, თვინიერ სამტრედიის ვაგზლის ჯიბგირისა!
გამოვიდა ეშმაკი ადამიანისაგან და შევიდა ამათ კოლტში", - წერს ჯაბა ხუბუა.