logo_geo
eng_logo
გური სულთანიშვილი: ვისაც გგონიათ რო კოალიცია არსებობს ოპოზიციაში, სასაცილოა...
- +

29 ოქტომბერი. 2021. 21:44

 

ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„კომენტარი წინასაარჩევნო პროცესებზე:

 

  1. ბასილაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი, ბოლო ბოლო ქართველს აქვს ფედერერზე მოგებული. ნაცები, მას დამუნათებით უბრალოდ ვერაფერს დააკლებენ. როგორც გუბაზი იტყოდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ასეა.

 

  1. ვაკის პარკზე ნაცები რო წუხან ცოტა პარადოქსულია (რაღაა გასაკვირი, მეგის ქარდავა ადამიანის უფლებებზე რო ლაპარაკობს, უგულავა კორუფციაზე მეტი რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მაინც..) ნაცების დროს გაიცა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. მათ დროს იყო ურბანული პოლიტიკის სრული კოლაფსი..

 

  1. ოცნების აქცია რო იყო, 150 000 კაცს რო აგინებ, მერე შერიგებაზე რა ნამუსით უნდა ილაპარაკო?! გვარამიამ კიდე ბიომასა უწოდა ამდენ ხალხს. საბჭოთა დროს 30 იან წლებში, იყო ასეთი სამეცნიერო ექსპერიმენტი, ივანოვის, სადაც ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდი უნდა შეექმნათ, სოხუმში იყო კვლევითი ცენტრი. ჰოდა ეს დაბალორგანიზებული არსება, მაიმუნის და ადამიანის ჰიბრიდი უნდა ყოფილიყო მუშა ხელი, მაღაროში ემუშავა და ა.შ. აი ეგ იყო ბიომასა.. მაგას გულისხმობს ბიომასა, ჰოდა გინებაზე უარესი და არაეთიკური მგონია 150 000 კაციან აქციას ბიომასა უწოდო. ესაა პოლარიზაციის წყარო.

 

  1. მთავარის ეთერებიდან გადმოედინება ფაშიზმი, ერთ ერთმა ჟურნალისტმა მიშას მაგინებლებზე თქვა, ესენი იყვნენ მეტადონშიკი, დაუბანელი ქუთაისელებიო. გამოდის სუნიან და დაუბანელ ხალხს არ უნდა ქონდეს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ესაა ფაშიზმი და თეთრი კოლონიზატორების ტექსტები, სადაც სხვა რასებს ადრე ეგრე მოიხსენიებდნენ, სპეციფიკური სუნით და ა.შ. მოკლედ ჩვეულებრივი ფაშიზმის მანიფესტი.

 

  1. ვისაც გგონიათ რო კოალიცია არსებობს ოპოზიციაში, სასაცილოა.. ჯერ ნაცების პარტია დაიშალა და ახლა ეს დაშლილები ერთიანდებიან. თუ კოალიციაზეა საუბარი, არის ერთი კოალიცია, მიშას და ნინო ბურჯანაძის. ჰოდა, მიშა თუ ამბობს პუტინის პატიმარი ვარო, როგორაა ეგ ლოგიკა, ანუ კოალიცია იმასთან ვინც ყველაზე მეტად ასოცირდება რუსეთთან?" - წერს გური სულთანიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner