logo_geo
eng_logo
CNN: გაუმჯობესების პროცესში მყოფი ეკონომიკური აქტივობის ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობამ პანდემიამდელ მაჩვენებლებს გადაასწრო
- +

29 ოქტომბერი. 2021. 21:57

 

„გაუმჯობესების პროცესში მყოფი ეკონომიკური აქტივობის ფონზე საქართველოს საგარეო ვაჭრობამპანდემიამდელ მაჩვენებლებს გადაასწრო“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში სათაურით „საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტპანდემიურ გზაზე“.

 

სტატიის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი 24%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის სამჯერ გაიზარდა.

 

„ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო - ძალიან ძლიერი - ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 12%-ია და დარწმუნებულები ვართ, რომ 2021 წელს ორნიშნა წლიური მაჩვენებლით დავასრულებთ“ განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა „ამდენად, კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ მომდევნო წლიდან. კიდევ უფრო მეტად მოვახდენთ საშუალო და მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და მეტად მჭიდრო ურთიერთობა გვექნება კერძო სექტორთან, რათა ერთობლივი ძალებით უფრო მასშტაბურად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა”. - ნათქვამია სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner