„საქართველოს მთავრობამ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, რომელიც პანდემიის შედეგად ჰქონდა დაგროვილი“, - წერს წერს CNN სტატიაში სათაურით „საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტპანდემიურ გზაზე“.
სტატიაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, ძლიერი ეკონომიკური აღდგენის ტენდენცია და საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება არა მხოლოდ გაამყარებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, არამედ მისი დარგობრივი პოლიტიკის სანდოობასაც უზრუნველყოფს.
„ეკონომიკური აქტივობის ნაწილში ზედმიწევნით დადებითი მოვლენების განვითარების წყალობით, საქართველოს მთავრობამ შეძლო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ფისკალური დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, რომელიც პანდემიის შედეგად ჰქონდა დაგროვილი. პანდემიის დაწყებიდან საქართველომ მყარად აჩვენა გამძლეობის უნარი. ქვეყნის მთავრობამ სტრატეგიულად განახორციელა დარგობრივი პოლიტიკური ძალისხმევა, ძლიერი ფისკალური დისციპლინა და შედეგად იქონია არა მხოლოდ მყარი აღდგენა, არამედ ძლიერი საფუძველი შეუქმნა სამომავლო კეთილდღეობას. სტრუქტურული რეფორმების პრიორიტეტად დასახვის გამო, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი განვითარების მიზნებზეა ორიენტირებული და ეკონომიკის გარდაქმნას ისახავს მიზნად, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური წვდომის უზრუნველყოფასთან ერთად, საქართველო თავისუფლად შეძლებს განვითარების გზაზე ნებისმიერი სამომავლო გამოწვევის დაძლევას“, - ნათქვამია სტატიაში.