ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში სუსის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა.
„თქვენ ხომ არ გაგიჟდით?
დღესვე, ახლავე რატომ არ სტაცეთ ხელი ამ ნაძირლებს და არ ჩააყუდეთ?
რომელ სასამართლოში დაკითხვაზე საუბრობთ და რას ელოლიავებით ამ ახალი გენერაციის პუტჩისტებს, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ, რომ სისხლი უნდა დაღვარონ, რადგან ,,უსისხლოდ შედეგი არ დადგება."
ავტომანქანებით ციხის ბლოკირება უნდა მოვახდინოთ და სააკაშვილის ,,რესბალნიცაზე" გადაყვანის საშუალება არ მივცეთო!
პრემიერ-მინისტრს ოჯახში უნდა შევუცვივდეთ და მის სახლში ყავა დავლიოთ, მის ოჯახსა და სამეზობლოს ცხოვრების საშუალება არ მივცეთო!
მეტი რაღა უნდა დაგეგმონ?
კიდევ რა უნდა დააპირონ?
315-ე მუხლით აღძრული ბევრი საქმე გვახსოვს, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ანტიკონსტიტუციური ქმედებების ორგანიზება და სისხლისღვრის გეგმა ასე მკაფიო არასოდეს ყოფილა!
ეხლა სპეცოპერაცია უკვე ჩატარებული უნდა იყოს, უკვე ციხეში უნდა ყვლიპავდნენ თვალებს ეს გარეწრები და იქ ელოდებოდნენ სასამართლოს განაჩენს!" - წერს ჯაბა ხუბუა.