logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არავის არ აქვს უფლება, სასამართლო გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის!
- +

28 ივლისი. 2016. 22:49



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს აფასებს.  მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები რომელიც კეთდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, არ იყოს სრულ თანხვედრაში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასთან. 


"მოდი შევხედოთ მთლიან კონტექსტს და გავაანალიზოთ მთლიანი სურათი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ასეთი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები კეთდება მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი თვით ადრე. მეორეს მხრივ, ამ განცხადებების გაკეთება ემთხვევა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო ცვლილებებს, მე არ მგონია რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა იყოს

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცხადებები რომელიც კეთდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან, არ იყოს სრულ თანხვედრაში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებასთან, ეს აზიანებს სასამართლოს იმიჯს ეს აზიანებს მის სანდოობას, არავის არ აქვს უფლება, სასამართლო გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამიტომ, გამოძიება რომელიც პროკურატურამ დაიწყო, უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, ჩვენ არ მოგვისმენია კონკრეტული ფაქტები, თუ ვინ არის ზეწოლის ქვეშ მყოფი მოსამართლე, ყველა ვინც განცხადებას აკეთებს ამბობს, რომ ეს მას არ ეხება, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პროკურატურამ არ მოისმინა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და მოისმინა მეტი კონკრეტიკა იმისთვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და მივიღოთ მეტი შედეგი."- აცხადებს ბესელია.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner