სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია დააკავეს.
ამირან ჯანაშიას სასამართლო პროცესზე ჰყვებოდნენ, რომ 2011 წლის 6 მაისს ზუგდიდის N 4 დაწესებულებაში მოთავსებული იქნა დაკავებული მ.მ სადაც იმყოფებოდა 1 წლისა და 2 თვის მანძილზე.
პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა დროს ამირან ჯანაშიას და დაწესებულების სხვა თანამშრომლებს იგი საკანში მყოფ სხვა პატიმრებთან ერთად გაჰყავდა საკნიდან დერეფანში, სადაც აიძულებდნენ ჩაეხადათ შარვალი, დაჩოქილიყვნენ და ასეთ მდგომარეობაში გადაადგილებულიყვნენ წინ და უკან, რა დროსაც აგინებდნენ და სცემდნენ ასევე აიძულებდნენ სირბილით წასულიყვნენ გასეირნებაზე.