"პაპუაშვილის განცხადება ემთხვევა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი"- საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია გიორგი პაპუაშვილის განცხადებებს აფასებს.
„იმედი მაქვს, რომ მათ, ვინც რაღაც იცის, ამ რაღაც ვირტუალური ზეწოლის შესახებ, კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდის პროკურატურას, სხვაგვარად ვუკიჟინოთ პროკურატურას, რატომ არ იძიებს საქმეს და ამ დროს რომ არ ვენდობით, არ ვაწვდით ინფორმაციას, არ ვთანამშრომლობთ მასთან, მივიღებთ ძალიან კურიოზულ და უცნაურ ვითარებას.
თუ ვინმემ რამე იცის, უნდა განაცხადოს ამის შესახებ. სხვაგვარად, ვიტოვებთ უფლებას, განვაცხადოთ რომ ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ დაგეგმილი ერთი კონკრეტული პოლიტიკური სცენარი რომელიც საეჭვოდ ემთხვევა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს".- აღნიშნავს ბესელია.