logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: პოლიციამ ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავა, რომლის უშუალო მონაწილეობით პატიმართა წამება ხდებოდა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 00:11

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის დაკავებას ეხმიანება, რომელიც ადრეც იყო ნასამართლევი პატიმრების წამების ფაქტზე.

 

მეგრელიშვილის განცხადებით, იმ დროს ჯანაშიას გამოძიება ათეულობით პირის წამებას ედავებოდა. დღეს კი ამ მძიმე საქმეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება დაემატა.

 

„პოლიციამ ზუგდიდის ციხის (2009-2012 წლებში ყოფილი უფროსი) ამირან ჯანაშია დააკავა. 2009-2012 წ.წ მისი უშუალო მონაწილეობით ყოველდღიურად ხდებოდა პატიმართა წამება. იყენებდნენ ისეთ სასტიკ მეთოდებს, როგორიცაა: მთელი დღის განმავლობაში საპირფარეშოში პატიმრების ჩაკეტვა, ლეიბებზე წყლის დასხმა, წამება და პატიმრების იძულება დაეძინათ სველ ლეიბებზე, დღე-ღამის განმავლობაში პატიმრების იძულება ჩაკუზულებს ევლოთ და სხვა. სწორედ ამ სისასტიკის გამო, ამირან ჯანაშია გასამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მესამე პრიმა მუხლით, (პირის დამცირება ან იძულება არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას აყენებს). ათეულობით პირია დაზარალებულად ამ ცნობილ საქმეში, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისგებაში მისცეს. დღეს კი ამ მძიმე საქმეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება დაემატა“, - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner