logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თუ აქამდე ვვარაუდობდით, რომ იყო მანიპულაციები კვლევებთან დაკავშირებით, ახლა პირდაპირ ვნახეთ
- +

30 ოქტომბერი. 2021. 00:23

 

 

„თუ აქამდე პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა, ვადარებდით კვლევებს და არჩევნების შედეგებს და გამოგვქონდა დასკვნა, რომ სავარაუდოდ იყო მანიპულაციები, ახლა პირდაპირ ვნახეთ, როგორ ვერ წაშალეს კვალი და თავადაც მოუწიათ ამის აღიარება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„სადმე თუ არის გარიგება, ეს არის გარიგება „მთავარ არხს“, IPSOS-ს და სხვებს შორის. „ნაცმოძრაობის“ მიერ აწყობილ კვლევების გაყალბების სისტემას რომ შევხედოთ, საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლზე 41% დადეს, როცა 48% მიიღო ჩვენმა პარტიამ. 2016 წელს, 2012 წელს - ყველგან დაკლებულია საშუალოდ 10%. რაც მთავარია, ეს სისტემა ასე მოქმედებს: „ნაცმოძრაობა“ უკვეთავს კვლევას IPSOS-ს, შემდეგ კი სამუშაოებს ასრულებს ლევან თარხნიშვილის ორგანიზაცია. ამის შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს „მთავარი არხი“ ან მანამდე „რუსთავი 2“. ეს არის გაყალბებების შეკრული სისტემა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner