„უნიათოებს გვეძახიან და თან თურმე „ქართული ოცნება“ IPSOS-თან ალაგებს ურთიერთობებს. ამ სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, ცოტა უნდა დაფიქრდნენ, როგორ იღებს საზოგადოება ამას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დღეს ხომ თქვეს, რომ ეგზიტპოლებს აღარ ატარებენ. ველზე მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ადგილზე, უბნებზე სვამდნენ კითხვებს, ახლა ახალი დავალება აქვთ - არ დაიშალოთ, მზად იყავით, იქნებ სხვა კომპანიის სახელით ჩატარდეს ეგზიტპოლი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, რომ ხვალ სხვა კომპანია ჩაატარებს ეგზიტპოლს, ეს იქნება ახალი სკანდალი. სჯობს, ერთ რამეზე ჩამოყალიბდნენ - უნიათოებს გვეძახიან და თან თურმე „ქართული ოცნება“ IPSOS-თან ალაგებს ურთიერთობებს. ამ სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, ცოტა უნდა დაფიქრდნენ, როგორ იღებს საზოგადოება ამას. ტყუილი არის ტყუილი, ისინი გაიშიფრნენ და ახლა უნდა დაწყნარდნენ“, - აცხადებს მდინარაძე.