ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი Black Sea Arena-ს შესახებ წერს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. თუმცა, ჩანადირის თქმით, კარგი იქნებოდა სახელწოდებაში ადგილმდებარეობაც მინიშნებულიყო.
„მიხარია, რომ საქართველოში უკვე გვაქვს თანამედროვე საკონცერტო დარბაზი, აჭარისა და გურიის საზღვართან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აიგო. დიდი მადლობა მას.
სახელად დაერქვა "ბლექ სი არენა" (Black Sea Arena).
ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, დასახელებაში (არაფერს ვამბობ არაქართულ სახელზე) ადგილმდებარეობაც მინიშნებულიყო.
ვთქვათ, "ბლექსი სი არენა ჯორჯია", "ბლექ სი არენა გურია" ან სხვა, რომელიც ვარსკვლავების გასტროლების დროს საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდიდა, რაც ტურიზმისთვის ძალიან კარგია.
შავ ზღვას 6 ქვეყანა ესაზღვრება და ამიტომ, "ბლექს სი არენა" საქართველოსთან ასოციაციას არ იწვევს.
ვარსკვლავები ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს სახელის გამავრცელებლები გახდებოდნენ."- წერს ჩანადირი.