„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ „იფსოსის“, არამედ „ედისონის“ ეგზიტპოლის გაუქმებაც მოუწია.
„იქაც მახინჯდებოდა ხოლმე კვლევის [„ედისონის“] შედეგები, მაგრამ ეგზიტპოლის შედეგები იდებოდა ხოლმე ზუსტად. მაინც, როგორც ჩანს, თავის პრესტიჟს ეს ამერიკული კომპანია უფრთხილდება. გააუქმეს მისი ეგზიტპოლი, იმიტომ, რომ არ უნდათ მონაცემების დადება, რათა უფრო აქტიურად განახორციელონ ის სცენარი, რაზეც დღეს სუსში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ორი კვირის წინ მათ მიმართეს ცესკოს დეტალების დასაზუსტებლად, ანუ დაგეგმილი ჰქონდათ „ედისონის“ ეგზიტპოლი და ახლა თქვეს უარი. ეს შედეგები დაემთხვეოდა ცესკოს შედეგებს, რაც გაურთულებდა მათ ამ სცენარის განხორციელებას. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების იმედი და თვალი უჭირავთ მხოლოდ არეულობაზე, თუმცა ამის საშუალებასაც მათ არავის მისცემს“, - განაცხადა კობახიძემ.