logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 44 მუნიციპალიტეტში მოვიგეთ არჩევნები ძალიან დიდი სხვაობით, დამაჯერებლად და მჯერა, რომ ხვალ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს
- +

30 ოქტომბერი. 2021. 01:36

 

 

„პოლარიზაციის მთავარი წყარო და გამომწვევი მიზეზი არის სწორედ ბატონი სააკაშვილი და მისი პარტია“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ეს პარტია და მისი დამნაშავე ლიდერები აღარ იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ საქმიანობაში, მგონი ყველასთვის ნათელი სურათი იქნება, რომ პოლარიზაცია იმ წამსვე დასრულდება ქვეყანაში.

 

„ალბათ ქართველებს გენში გვაქვს ერთმანეთის მიმართ გატანაც, სიყვარული. ყველას გვინდა და ქალაქის ტრადიციებზე იყო საუბარი, რომ ყველას სურს ამ ქალაქში და ზოგადად, ამ ქვეყანაში თანაცხოვრება, მშვიდობიანი განვითარება, რომ მეტი სიყვარული იყოს, მეტი ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა იყოს და არავის არ სურს რეალურად ერთმანეთის ლანძღვა-გინება და იმ ტონით, იმ სიტყვებით ერთმანეთის ეპითეტებით შემკობა, რასაც, სამწუხაროდ, მათ შორის, ჩვენც ვიყენებთ და რატომ -  ნებისმიერი ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა, ყველაფერი მომდინარეობს ამ პარტიისგან. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს უფრო  პასუხის გაცემა. რეალურად, ჩვენ, იმ პირობებში, როდესაც ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში, საკმაოდ რთული იყო ყველა ამ გამოწვევის ფონზე, ასეთი შედეგების დადება, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. შემთხვევითი არ არის ის, რომ მიზეზი არ მივეცით მოსახლეობას ჩვენი გადარჩევის ჯერ-ჯერობით და მე მჯერა, რომ გონივრული პოლიტიკით, ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული პოლიტიკით, გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას. და მთავარი მინდა ვთქვა, ხვალ გვაქვს უნიკალური შანსი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, გვაქვს შანსი იმისა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვოს, გაიმარჯვოს კახამ, გაიმარჯვოს ყველა მერმა, ჩვენმა კანდიდატებმა მთელს რეგიონებში.

და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მადლობა ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ, ჩვენ მივიღეთ 47%, ამით რეალურად მოვიგეთ მათ მიერ გამოცხადებული რეფერენდუმიც, 44 მუნიციპალიტეტში მოვიგეთ არჩევნები ძალიან დიდი სხვაობით, დამაჯერებლად და მჯერა, რომ ხვალ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და დავიწყებთ ქვეყნის მშენებლობას, რეალურად საქმეზე ორიენტირებას. ბოლოს მინდა ერთი ვთქვა, რაც მე ჩამოვთვალე, ჩვენს მიერ დადებული შედეგი, 47%, რეფერენდუმის მოგება, განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების თეორიული შანსიც გამოირიცხა. 44 მუნიციპალიტეტში მოვიგეთ და რეალურად, ყველა გამოკვლევებით, მათ მიერ გაყალბებული „იპსოსის“ გამოკვლევებითაც ვიგებთ ყველგან, ამის მიუხედავად, წარმოიდგინეთ, გამოდიან და თავის ამომრჩეველს აყენებენ შეურაცხყოფას და რატომ - ეუბნებიან, რომ გაიმარჯვეს არჩევნებში. ეს ხომ სრული აბსურდია. ეს აბსურდი და თეატრი რომ დავასრულოთ, რომ დავასრულოთ საუბარი სააკაშვილის შიმშილობასა თუ დიეტაზე, ამ გაუგებრობაზე, ხვალ ყველანი არჩევნებზე და ხმა მივცეთ „ქართულ ოცნებას“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner