logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დაკავებულია ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, რომელიც არაადამიანური მოპყრობის, წამების გამო არის ნასამართლევი!
- +

30 ოქტომბერი. 2021. 01:59

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიას დაკავების ფაქტს ეხმიანება, ის გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. საქმეზე, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისგებაში იყო მიცემული, ათობით პირია დაზარალებულად ცნობილი.

 

 ნიკოლეიშვილის თქმით, არჩევნების წინა დღეს ასეთი ადამიანების გააქტიურება ძალიან საეჭვოა.

 

,,დაკავებულია ადამიანი, რომელიც არაადამიანური მოპყრობის, წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე იყო ადრეც დაკავებული. ამირან ჯანაშია 2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის უფროსი იყო. დღეს კი სამართალდამცველებს მისი დაკავება კვლავ უწევთ, საეჭვო და დამაფიქრებელი ასეთი ადამიანების გააქტიურება სწორედაც, რომ არჩევნების წინა დღეებში, როდესაც მავნებელ-ნაციონალთა და მათ მიმდევართა სექტა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად ყველაფერზე წამსვლელია. თუმცა, საგულისხმოა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ოპერატიული და დროული ქმედებები, ასევე იმედს აჩენს რევანშისტების დრო მალე დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიანი და ცივილური გზით გააგრძელებს განვითარებას.’’ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner