logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: არავის ინდობდნენ ნაცები და მათი ჯალათები! ჯანაშიაა მათი ჭეშმარიტი სახე!
- +

30 ოქტომბერი. 2021. 02:16

 

 

საინფორმაციო-ანალიტიკური პოსტალ „კვირას" დამფუძნებელია ქეთი ხოსიტაშვილი სოციალური ქსელთი, ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორის, ამირან ჯანაშიას დაკავების ფაქტს ეხმაურება:

 

„ვისაც დაგავიწყდათ ან არ იცნობთ, გაიცანით - ეს ამირან ჯანაშიაა. 2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი იყო, დღეს ის იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

 

ოპოზიციამ როგორც სჩვევია, ამბავი ატეხა, ყოფილი სამართალდამცველი დააკავესო და როგორც ჩანს, "დაავიწყდათ" თქმა, რომ ის ყოფილი ციხის უფროსი იყო და პატიმრების მიმართ წლების განმავლობაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

 

ჯანაშიას "საგმირო საქმეები" სხვადასხვა წლებში ჩვენ არაერთხელ გვაქვს მოსმენილი... თუმცა, რატომღაც მოკლე მეხსიერება გვაქვს და როგორც ნაცების დროს ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული, ესეც გადაგვავიწყდა.

 

ჰოდა, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ვინ არის ჯანაშია - ეს მოგონილი ამბები ნამდვილად არ არის!

 

ერთდროს ღირსება რომ შეულახეს, სიცოცხლის ბოლომდე რომ დაახეიბრეს, შეურაცხყვეს და დააბეჩავეს, ის ჩვენი თანამოქალაქეები ყვებიან...მათი, ამ ქართველი კაცების სასამართლოს ოქმებიდან ამონარიდებს ვკითხულობ, ვისმენ მათ უმძიმეს ისტორიებს და მეტირება:

 

ქვედა საცვლის ჩახდა, ჩაკუზულ მდგომარეობაში, პირით კედლისკენ მიყენება, ამ მდგომარეობაში წინ და უკან გადაადგილება, საჯდომთან სანთებელას ანთება, სხვადასხვა საგნებით ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – ასეთი შინაარსისაა საქმეში არსებული ყველა მოწმის, პატიმრის ჩვენება...

 

დღეს ერთ-ერთ არხზე კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელი ი.შ, რომელიც ზუგდიდის ციხეში 2009 წელს მოხდა (შემთხვევითობის გამო, იარაღი გაუვარდა), იხსენებდა, როგორ სასტიკად სცემდნენ ჯანაშიას ბრძანებით ციხეში მისი დამქაშები....წლების განმავლობაში მის მიმართ ჩადენილმა ძალადობამ თავისი კვალი დღემდე დაუტოვა...ნამდვილად ძნელია გაიარო ეს ყველაფერი, დარჩე ჯანმრთელი ან ჯანმრთელი ფსიქიკა შეგრჩეს!

 

ის არც ყაჩაღი იყო არც ბანდიტი, არც ქურდი, ჩვეულებრივი ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელსაც შემემთხვა ის, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვას...

 

მაგრამ, არავის, არავის ინდობდნენ ნაცები და მათი ჯალათები! მათ არ ჰქონდათ ადამიანის სახე და მორალი. ჯანაშიაა მათი ჭეშმარიტი სახე!

 

ჰოდა, გაიცანით კიდევ ერთხელ ამირან ჯანაშია, ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, მრავალი ადამიანის წამების ავტორი. დღეს ნაცების მიერ ყოფილ სამართალდამცველად მონათლული, რომელიც არასდროს არც ყოფილ სამართალდამცველებს ინდობდა, საერთოდ არავის ინდობდა, ისევე, როგორც ის ბოროტი ძალა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია!" - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner