logo_geo
eng_logo
ბესიკ დუღაშვილი: კახა!
- +

30 ოქტომბერი. 2021. 02:46

 

 

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„გუშინ და გუშინწინ არა, მე კახას ჯერ კიდევ მაშინ მივაქციე ყურადღება როცა ჯერ კიდევ "დინამო"-ში თამაშობდა...

მერე კიევი, მილანი...

საიდან ეს ყველაფერი...

შრომა ძმაო, შრომა!

შრომა, ნიჭი და პასუხისმგებლობა, თორემ რა რჯიდა ენერგეტიკის მინისტრს ხელები რომ დაიკაპიწა და სხვებთან ერთად ტალახისგან და შლამისგან ასუფთავებდა თბილისს?..

გულზე ხელი დაიდეთ და... რამდენს ჩამოგიგორდათ ღაწვზე ცრემლი როცა საქართველოს დროშის ფრიალით 2-ჯერ ჩემპიონთა თასი აწია?

პირადი ტრაგედიის მიუხედავად მოედანზე როცა გავიდა თვალცრემლიანი და საქართველოს ღირსება დაიცვა, თუ არა პასუხისმგებლობა, აბა სხვა რა არის ეს?...

ხვალ!

როგორც ერთი!

ყველა ვირჩევთ კახას და...

თუ ხელისუფლებამ რაღაც მიზეზებით ვერ "გაათავა" მარაზმი, სახელად ნაციონალური მოძრაობა, ისევ ხალხმა უნდა ვიყოჩაღოთ და ჩვენს თავზე ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა!

კახი!!!!!!

41!!!" - წერს ბესიკ დუღაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner