„საზოგადოებრივი მაუწყებელი" განცხადებას ავრცელებს და ეთერში გაპარული შეცდომის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
"მოამბის" 12:00 საათიან გამოშვებაში ფაქტობრივი შეცდომა იქნა დაშვებული, ჟურნალისტმა ჩართვისას თქვა, რომ ჩხრეკისას ერთ-ერთ პირს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს, სინამდვილეში აღმოჩენილი იქნა ცივი იარაღი.
ასევე, არცერთი პირი ჩხრეკისას არ დაუკავებიათ. მაყურებელს ბოდიშს ვუხდით ამ შეცდომის გამო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ პრეზიდენტის მრჩევლის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომლითაც ის ცდილობს ერთ კონტექსტში განხილოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება და ჩვენ მიერ დაშვებული უზუსტობა, უსაფუძვლოა და კატეგორიულად მიუღებელი.