logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ფედერალური ოლქი გააუქმა
- +

28 ივლისი. 2016. 23:52



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულებას ყირიმის ფედრალური ოლქის გაუქმების შესახებ ხელი მოაწერა.  ყირიმი სამხრეთის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევა.


კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა საკადრო ცვლილებები განახორციელა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი მელიკოვი.  ამას გარდა, თანამდებობა დაკარგა უკრაინაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ ზურაბოვმა.


რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი სერგეი მენიაილო კი ციმბირის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი გახდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner