აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არჩევანი ბათუმში, მე-16 უბანზე გააკეთა. მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხმაურით დახვდნენ.
მათ პრეტენზიები ჰქონდათ მედიის მიმართ, თუ რატომ იღებდნენ პროცესს და აცხადებდნენ, რომ შესაძლოა, სამაგიდო სიები კადრში მოხვედრილიყო.