logo_geo
eng_logo
ხობის მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
- +

30 ოქტომბერი. 2021. 11:34

 

 

 

ხობის მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით ბუკიამ. ის 28-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

 

„გავაკეთე საკუთარი არჩევანი. მხარი დავუჭირე სტაბილურობას, მშვიდობიან განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურიც დემოკრატიულ, მშვიდ გარემოში ჩაივლის. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მოვიდნენ და შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა დავით ბუკიამ.

 

დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 5 თვითმმართველი ქალაქის გარდა, მეორე ტური ასევე ჩატარდება 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში. ჯამში, საქართველოს მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner