logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: არჩევანი გავაკეთე არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ და იმავეს მოვუწოდებ თითოეულ ბათუმელს
- +

30 ოქტომბერი. 2021. 11:34

 

 

„დღეს არჩევანი გავაკეთე ღირსეული და თავისუფალი ბათუმელებისთვის, იმ ბათუმისთვის და იმ საქართველოსთვის, სადაც თითოეული ადამიანის ღირსება და თავისუფლება გარანტირებულია, სადაც ბიზნესი ხელშეუხებელია და ვერავინ გაბედავს მის გაკულაკებას. არჩევანი გავაკეთე არჩილ ჩიქოვანის სასარგებლოდ და იმავეს მოვუწოდებ თითოეულ ბათუმელს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამარჯვება საბოლოოდ შედგება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი არჩევანი ბათუმის N16 უბანზე გააკეთა, სადაც ის მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner