გვიან ღამით ტელეკომპანია „მთავარის“ გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრებაში შეიჭრა.
მოქალაქე აცხადებს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„შემოვარდნენ კამერებით, ეძებდნენ რაღაცას. ემა გოგოხია და თავისი ჯგუფი იყო. ვეუბნებოდი არ გადამიღოთ-თქო, გადამიბრუნა ხელი - ექიმმა მითხრა, მოტეხილიაო“, - აცხადებს სენაკის მკვიდრი ნანა ლიპარტია.