შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავის ციხესთან პოლიციის გადაადგილების შესახებ განმარტებას აკეთებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12 დაწესებულების გარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით დგანან პოლიციის დანაყოფები.
ბუნებრივია, პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია და დღესაც სწორედ როტაციის დროს გადაიღეს მედიასაშუალებებმა ამ გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები“, - განმარტავენ უწყებაში